პრეს რელიზები

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულობა მამუკა ბახტაძეს შეხვდა

02.08.2018
დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მისმა აღმატებულობამ მამუკა ბახტაძემ  ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბ-ნი ერიკ ჰოგი მიიღო.

ბ-ნმა ერიკ ჰოგმა პრემიერ-მინისტრს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

განხილვის თემა იყო უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარება ადმინისტრაციულ საზღვარზე და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა. ბ-ნმა ჰოგმა დადებითად შეაფასა საქართველოს მთავრობასთან ინფორმაციის ეფექტური გაცვლა და ფუნქციური თანამშრომლობა და ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ყველა შეთანხმებასთან სრული შესაბამისობა. პრემიერ-მინისტრმა და ბ-ნმა ჰოგმა ასევე მოკლედ განიხილეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობა და მისიის მანდატის კიდევ ორი წლით გაგრძელება, რაც ახლახან იქნა მიღწეული. 

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისიის, როგორც რეგიონში საერთაშორისო სადამკვირვებლო საქმიანობის ერთადერთი განმახორციელებლის მიერ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება. მან ასევე აღნიშნა ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმისა (IPRM) და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული „ცხელი ხაზის“ მნიშვნელოვანი როლი ინციდენტების პრევენციისა და ნდობის აღდგენის საქმეში.


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მოკლედ შეაფასა უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაცია ადმინისტრაციულ საზღვარზე და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის მდგომარეობა


პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა მისიის მნიშვნელოვანი როლი რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში

Follow us on social media