24 აგვისტოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერი, მისი აღმატებულება ქ-ნი ანგელა მერკელი, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული სასაზღვო ხაზის გასწვრივ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პატრულირებას შეუერთდა.
დელეგაციას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ბ-ნმა ერიკ ჰოგმა უმასპინძლა, რომელმაც საუბრისას ზოგადად მიმოიხილა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატი და საქმიანობა. პატრულირებისას კანცლერმა ასევე მოისმინა ბრიფინგი ადგილზე არსებული უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ, რომელიც მას მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლება გააცნეს. კანცლერს და თანმხლებ დელეგაციას აჩვენეს „ბორდერიზაციის“ ძირითადი მახასიათებლები, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვო ხაზის გასწვრივ აღმართული ფიზიკური დაბროკლებები და მოიყვანეს უარყოფითი შედეგების მაგალითები, რომლებსაც იგი იწვევს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, განსაკუთრებით გადაადგილების თავისუფლებისა და საარსებო გარემოს კუთხით.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს მიეცა საშუალება, შეხვედროდა გერმანიის იმ მოქალაქეებს, რომელიც ამჟამად მისიაში მუშაობენ და გაცნობოდა მათ ყოველდღიურ საქმიანობას.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა გერმანიის მთავრობას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში მათ მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის ურყევი მხარდაჭერა საქართველოში მისიის მუშაობის მიმართ, რომელიც ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობაა. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, როგორც რეგიონის სტაბილურობაში ევროკავშირის მისიის მიერ წამყვანი წვლილის შემტანის მნიშვნელოვან როლს.
ზოგადი ინფორმაცია
ამჟამად გერმანია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში პერსონალის ერთერთი უდიდესი მომწოდებელია. სულ მისიაში 11 გერმანელი ექსპერტი მუშაობს.
პატრულირება ჩატარდა კავკასიის რეგიონში კანცლერის ვიზიტის ფარგლებში. კანცლერს თან ახლდა მაღალი რანგის დელეგაცია, რომელშიც შედიოდნენ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური პირები და გერმანიის პარლამენტის წევრები, ასევე საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, მისი აღმატებულობა ქ-ნი ჰაიკე ფაიჩი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოგი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს, ქ-ნ ანგელა მერკელს ოძისის მახლობლად შეხვდა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა მოკლედ გააცნო კანცლერს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ
კანცლერმა დაათვალიერა არეალი მისიის სადამკვირვებლო აღჭურვილობის მეშვეობით
კანცლერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ქვეყნის მდგრადი მხარდაჭერა საქართველოში მისიის მუშაობის მიმართ, რომელიც ადგილზე ერთადერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო წარმომადგენლობაა
კანცლერი მერკელი შეხვდა ამჟამად მისიაში მომუშავე გერმანიის რამდენიმე მოქალაქეს და მათ ყოველდღიურ საქმიაონობას გაეცნო