პრეს რელიზები

ეუთო-ს გენერალური მდივანი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ეწვია

13.09.2018
13 სექტემბერს ოძისის მახლობლად ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ეუთოს გენერალურ მდივანს ტომას გრემინგერს მოისმინა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ადგილზე არსებული ვითარება გააცნო.
 
გენერალურ მდივანს მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის  ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი, რომელმაც მიმოიხილა მისიის მიმდინარე საქმიანობა და ასევე შეეხო სტაბილურობასთან დაკავშირებული გამოწვევებს. ბატონმა ჰოეგმა ამავე კონტექსტში  ხაზი გაუსვა ეუთოსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანათავჯდომარეობის მნიშვნელოვან როლს ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრებზე. ეუთო-ს გენერალურ მდივანს კონკრეტული დინამიკა მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის დამკვირვებლებმა  გააცნეს.
 
გენერალურმა მდივანმა გრემინგერმა მადლობა გადაუხადა მისიას, ვინაიდან მიეცა შესაძლებლობა პირველადი წყაროდან მიეღო ინფორამცია ვითარების შესახებ და მაღალი შეფასება მისცა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას იმ როლისთვის, რომელსაც   მონიტორინგისა და მოვლენებზე რეაგირების კუთხით ასრულებს. ის ასევე მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და ეუთოს შესაბამის განყოფილებებს შორის კარგ თანამშრომლობას.
 
„მნიშვნელოვანი იყო პირადად შემქმნოდა შთაბეჭდილება და გავცნობოდი მოსაზრებებს ადგილზე შექმნილი მდგომარეობის შესახებ და იმ ყოველდღიური გამოწვწვების თაობაზე, რომლებსაც კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობა აწყდება. ჩვენ გვჭირდება პრაგმატული მიდგომა მათი ცხოვრების გასაუმჯობესებლად ", - განაცხადა გენერალურმა მდივანმა გრემინერმა.

 

ეუთო-ს დელეგაცია ახმაჯში რუსეთის ფედერაციის ბაზას აკვირდება

 
ახმაჯის ხიდი

 
ევროკავშირის სადმაკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა ერიკ ჰოგმა ეუთოს გენერალურ მდივანს - ტომას გრემინგერს წარუდგინა მისიის მიმდინარე საქმიანობა და სტაბილურობასთან დაკავშირებული გამოწვევები 
 

Follow us on social media