პრეს რელიზები

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 90-ე შეხვედრა გაიმართა

19.12.2018


პრეს-რელიზი


შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის, ბ-ნი ერიკ ჰოგისა და  სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენლის ელჩ რუდოლფ მიხალკას თანათავმჯდომარეობით ჩატარდა.

თანათავმჯდომარეები მიესალმნენ ყველა მონაწილის მონდომებას, აღედგინათ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის შეხვედრები და  მათ კონსტრუქციული და პრაგმატული მიდგომისკენ მოუწოდეს.

თანათავმჯდომარეების შეფასებით, სექტემბრის შუა რიცხვებში ჩატარებული ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ბოლო შეხვედრის შემდგომ პერიოდში უსაფრთხოების ვითარება შედარებით სტაბილური იყო. ბ-ნმა ჰოგმა წარმოადგინა მოვლენების მოკლე მიმოხილვა და მხარეებს მოუწონა მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის ძალიან აქტიური გამოყენება ადგილზე არსებულ უსაფრთხოების საკითხებზე რეაგირების მიზნით. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე, მათ შორის ატოცში განვითარებული უკანასკნელი მოვლენები. ატოცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით თანათავმჯდომარეებმა აღნიშნეს უსაფრთხოების სფეროში მოქმედი უწყებების ძალისხმევა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ სტაბილურობის შესანარჩუნებლად, თუმცა ამავე დროს წუხილი გამოთქვეს ბორდერიზაციის უკანასკნელი ფაქტების გამო, რომლებიც უარყოფით გავლენას ახდენენ ადგილობრივი მოსახლეობის გადაადგილების თავისუფლებაზე.

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა არჩილ ტატუნაშვილისა და დავით ბაშარულის გახმაურებული საქმეები. თანათავმჯდომარეებმა ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის საჭიროებას, ასევე იმას, რომ თავიდან უნდა იქნას აცილებული დაუსჯელობა აღნიშნულ საქმეეთან მიმართებაში.

მონაწილეებს მოუწოდეს, ცხელი ხაზის მეშვეობით მოეწოდებინათ ინფორმაცია უსაფრთხოების სფეროში მოქმედი უწყებების საქმიანობის, მათ შორის ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის მახლობლად ფრენების შესახებ. 

შეხვედრამ ღია და კონსტრუქციულ ატმოსფეროში ჩაიარა, მონაწილეები კი შეთანხმდნენ, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის მომდევნო შეხვედრა 2019 წლის 8 თებერვალს გაემართათ.



ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის თანათავმჯდომარეები ერგნეთში ესალმებიან ქართული მხარის წამყვან მონაწილეს, ირაკლი ანთაძეს


მისიის ხელმძღვანელი, ერიკ ჰოგი, ესალმება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის რიგით 90-ე შეხვედრის მონაწილეებს


შეხვედრის ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე ძირითადი კარვის გარეთ წინასწარი განხილვები გაიმართა


შეხვედრა ეს-ეს არის დაიწყება


მისიის ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგმა, შეხვედრა გახსნა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ მოვლენების მოკლე მიმოხილვით


ბ-ნმა ჰოგმა მოიწონა მხარეების მიერ ადგილზე უსაფრთხოების საკითხებზე რეაგირების მიზნით მისიის მართული ცხელი ხაზის ძალიან აქტიური გამოყენება 


Follow us on social media