პრეს რელიზები

„ბალანსი უკეთესობისთვის"- ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

08.03.2019
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია დღეს აღნიშნავს ქალთა საერთაშორისო დღეს, რათა დააკონკრეტოს ქალთა მნიშვნელოვანი მიღწევები და ხაზი გაუსვას გენდერული თანასწორობის გაძლიერებისთვის ძალისხმევის გაგრძელების საჭიროებას. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უერთდება ქალთა საერთაშორისო დღის კამამპანიას #ბალანსიუკეთესობისათვის.

„ეკვროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ჩვენ ვამაყობთ ჩვენს სამუშაოში ქალების მიერ შეტანილი წვლილით. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ძალისხმევას, რათა მივაღწიოთ გენდერულ თანასწორობას, არა მხოლოდ იმიტომ რომ ამის მიმდევრობა სწორია, არამედ ვინაიდან ჩვენ ვიცით რომ ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს მისიას და საქართველოში ჩვენს მიერ ჩასატერებელი სამუშაოს ეფექტურობას. ეს უნდა იყოს თანმიმდევრული ძალისხმევა. გენდერული თანასწორობა არაა ის საკითხი, რომლის მხარდაჭერა მხოლოდ 8 მარტს უნდა აღინიშნოს - ის ჩვენს დღის წესრიგში წელიწადში 365 დღის განმავლობაში უნდა იყოს,“ - ამბობს მისიის ხელმძღვანელი, ბატონი ერიკ ჰოგი.

მას შემდეგ რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაიწყო 2018 წელს თავის ოპერაციებში სამოქმედო გეგმის დანერგვა, მნიშვნელოვანი შედეგები მიღწეულ იქნა. ამჟამად რეგიონალური ოფისების უფროსი მენეჯმენტის 50% ქალია ხოლო სათაო ოფისის უფროსი მენეჯმენტისა კი 40%. საერთო ჯამში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ქალები შეადგენენ საერთაშოისო თანამშრომლების 27%-ს და ადგილობრივი თანამშრომლების 62%-ს.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია სისტემატიურად აქცევს განსაკუთრებულ ყურადღებას გენდერულ ასპექტებს მისი ოპერაციების ყველა სფეროში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის და ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ევროკავშირის სტრატეგიული მიდგომის შესაბამისად. ამ მხრივ სამუშაოს უძღვება მისიის ხელმძღვანელის მოადგილე  - ქალბატონი ქეით ფიერონი, რომელმაც განაცხადა - „მოხარული ვარ, რომ ზედამხედველობას ვუწევ გენდერულ საკითხებს მისიაში და ვამაყობ ჩვენი მიღწევებით  გენდერულ საკითხებზე სპეციალიზებულ მრჩეველთან და ჩვენს ყველა ოფისში გენდერულ საკითხებზე კოორდინატორთან ერთად. ეს ხელს უწყობს ახალი ინიციატივების გაჩენასა და დანერგვას, რათა მხარი დავუჭიროთ გენდერულ თანასწორობასადა და გენდერისათვის განსაკუთრებული ყურადღების დათმობას.“

8 მარტი მისიის მასშტაბით აღინიშნა

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია 8 მარტს აღნიშნავს მისიაში გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ანგარიშის გამოშვებით, რომელიც წელიწადში ორჯერ გამოიცემა. ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ.

ქალთა საერთაშორისო დღის კამპანიის ფარგლებში, თბილისში - მისიის სათაო ოფისსა და რეგიონალურ ოფისებში - გორში, მცხეთასა და ზუგდიდში ასევე გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება რომლებიც ემსახურებოდა გენდერული თანასწორობისა და თანასწორი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლებას - როგორც ეკვროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ასევე საქართველოს ადგილობრივ მოსახლეობაშიც.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალურმა ოფისმა ორგანიზება გაუწია ფოტოგამოფენას, რომელიც ასახავს საქართველოს კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მცხოვრები ქალების ყოველდღიურ ცხოვრებას, ხოლო  ზუგდიდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა წარადგინეს მნიშვნელოვანი ინფორმაცია  ადგილობრივ სკოლებში ვიზიტის მეშვეობით გენდერული თანასწორობისა და ზიანის მომტანი სტერეოტიპების შესახებ. გორში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ გამართა მრგვალი მაგიდის დისკუსია სამოქალაქო საზოგადოებაში მომუშავე ქალებთან, ასევე ხელისუფლების წარმომადგენლებთან და აკადემიის თანამშრომლებთან, რათა ნათელი მოეფინათ არსებულ გამოწვევებზე გენდერული ბალანსისა და საზოგადოებრივ სფეროებში ქალების მნიშვნელოვანი ჩართულობის გასაზრდელად.


      
გოგოები და ბიჭები აქტიურ დისკუსიაში ჩაერთნენ ზუგდიდში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებთან ზიანის მომტანი გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების საკითხებზე 


ამ კვირაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის - უკეთესი მომავალისათვის, აღმასრულებელ დირექტორს ნანა ჩხარეულს შეხვდნენ. გარდა სხვა საკითხებისა, ორგანიზაციის მუშაობის სფერო არის ახალგაზრდა ქალი ლიდერების ტრეინინგი და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა შორის მეწარმეობის წახალისება


ამ კვირაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები წეროვანის იძულებით გადაადგილებულ პირთა დასახლებაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის - უკეთესი მომავალისათვის, აღმასრულებელ დირექტორს ნანა ჩხარეულს შეხვდნენ. გარდა სხვა საკითხებისა, ორგანიზაციის მუშაობის სფერო არის ახალგაზრდა ქალი ლიდერების ტრეინინგი და სამხრეთ ოსეთიდან იძულებით გადაადგილებულ ქალთა შორის მეწარმეობის წახალისება


საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების სახელით ბედნიერ საერთაშორისო ქალთა დღეს გისურვებთ! #საერთაშორისოქალთადღე2019  #ბალანსიუკეთესობისათვის

Follow us on social media