ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს, 24 დეკემბრიდან, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად, დაჯავშნული ავტომანქანა „კობრას“ განთავსებასთან დაკავშირებით. ეს ქმედება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის რჩევის საწინააღმდეგოდ ხორციელდება.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჰანსიორგ ჰაბერმა, განაცხადა:
„ავტომანქანა „კობრას“ განთავსება არ არღვევს 12 აგვისტოს 6 პუნქტიანი შეთანხმების და 8 სექტემბრის განხორციელების ზომების შესახებ ხელშეკრულების შესაბამის დებულებებს. მიუხედავად ამისა, ერვოკავშირის სადამკვირვებლო მისია გამუდმებით იძლეოდა რჩევას არ მომხდარიყო ამ სამხედრო ტიპის ავტომანქანების განთავსება, რადგან მისიას მტკიცედ სწამს, რომ ეს ხელს არ შეუწყობს ადგილზე უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
სამხედრო დაპირისპირების შემდეგ, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის მახლობლად ათი ქართველი პოლიციელის მკვლელობის ფონზე მესმის საქართველოს ხელისუფლების სურვილი გააუმჯობესოს ზემოთაღნიშნულ მიდამოებში მყოფი პოლიციელების უსაფრთხოება. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მონიტორინგი დაიწყო, ქართველი პოლიციელების მკვლელობის ვერც ერთი შემთხვევა ვერ იქნებოდა აღკვეთილი დაჯავშნული სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით.
პოლიციელებზე ზემოთაღნიშნული თავდასხმების ჩათვლით, ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე მეტად სამწუხარო ინციდენტებს ჰქონდა ადგილი. ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს დაუცველობის განცდა ჭარბობს. მაგრამ მთლიანობაში, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აქამდე არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას მოსალოდნელზე დადებითად აფასებს. ქართველი სამართალდამცავების მიერ გამოჩენილმა თავშეკავებულობამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ დონის უსაფრთხოების შენარჩუნებაში.
ყველა განთავსებულ ავტომანქანა „კობრაზე“, სულ მცირე თვალნათლივ უნდა იყოს დატანილი საპოლიციო მანქანის აღნიშვნა. ეს აქამდე არ ხორციელდება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ რეგიონში დაფიქსირებული ყველა ავტომანქანა „კობრას“ შემთხვევაში”.