![](/data/img/762/police.EZ_DRz7bT.jpg)
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, გენერალმა ჟილ ჟანვიემ განაცხადა:
„ძლიერ შეშფოთებულნი ვართ მომხდარი ინციდენტის გამო. სამძიმარს ვუცხადებთ მოკლული პოლიციელის ოჯახსა და მეგობრებს.
ეს თავდასხმა, მაშინ როდესაც პოლიციელი თავის კანონიერ ვალდებულებებს ახორციელებდა, სარკოზი-მედვედევის შეთანხმების სრულიად მიუღებელი დარღვევაა, რომლის მიხედვითაც ყველა მხარე შეიარაღებული დაპირისპირების შეწყვეტას დათანხმდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ინციდენტი სრულად იქნება გამოძიებული სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვირს ორივე მხარეზე და დამნაშავენი შესაბამისად დაისჯებიან.“