დღეს, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრების მახლობლად საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილების გარკვეულ შეზღუდვებს და მისიისათვის წინასწარი ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.
მოცემული ურთიერთგაგების მემორანდუმი ადმინისტრაციულ საზღვართან მდგომარეობის სტაბილიზაციას დაეხმარება. მემორანდუმი ხელს უწყობს ექვს-პუნქტიანი შეთანხმების პირველი პუნქტის შესრულებას, რომელიც ძალის გამოყენებაზე უარის თქმას მოითხოვს. იგი ასევე აძლიერებს სტაბილიზაციისაკენ მიმართულ იმ ძალისხმევას, რომელსაც ევროკავშირის სადამკვირევებლო მისია მისი მანდატის ფარგლებში საქართველოში ახორციელებს.
მისიის ხელმძღვანელი, ეჰჩი ჰანსიორგ ჰაბერი, მიესალმა დღევანდელ შეთანხმებას და მას სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი უწოდა:
„იმ ცნების გაზიარებით, რომ მისმა სამხრედრო ძალებმა გამჭვირვალობისა და პროგნოზირებადობის პრინციპით უნდა იმოქმედონ, ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ დაძაბულობის დეესკალაციისა და თავიდან აცილებისათვის, საქართველოს მთავრობა გამბედავ და ცალმხრივ ნაბიჯს დგამს.
ამ ხელშეკრულების ძალაში ყოფნის განმავლობაში, მისია შეძლებს დაადასტუროს, რომ საქართველო ვერ მოახდენს ესკალაციისათვის საკმარისი პოტენციალის მქონე ძალის მობილიზებას, რათა სამხედრო გზით დაუპირისპირდეს ადმინისტრაციულ საზღვარს.
ეს არ გულისხმობს სტატუს კვოს დიპლომატიურ აღიარებას. საქართველოს პოზიცია, ისევე როგორც ევროკავშირის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით კარგად არის ცნობილი.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმედს გამოთქვამს, რომ რუსეთი მოცემულ შეთანხმებას დეტალურად და პოზიტიური მიდგომით შეისწავლის. თუ რუსეთი გადაწყვეტს მსგავსი საპასუხო ხელშეკრულების გაფორმებას, დარწმუნებული ვარ, რომ ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ უფრო მეტი უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიღწევა იქნება შესაძლებელი. რუსეთმა ნათელი უნდა მოჰფინოს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მყოფი მისი ძალების საერთო რაოდენობას და ადმინისტრაციული საზღვრის უშუალო სიახლოვეს ძალები შეამციროს. შესაძლებელია შეიქმნას რეალური სტაბილურობა თუ ორივე მხარე ამას ხელს შეუწყობს.“