პრეს რელიზები

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია შეშფოთებას გამოთქვამს ოძისთან მისი საპატრულო ჯგუფის მახლობლად განხორციელებული სროლის გამო

27.01.2009
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ მისი ერთ-ერთი საპატრულო ჯგუფის მახლობლად დღეს განხორციელებული სროლის გამო შეშფოთება გამოთქვა. საპატრულო ჯგუფი ოძისში, ქართული საგუშაგოს მახლობლად, ჩვეულ საქმიანობას ახორციელებდა.

მისიის ხელმძღვანელმა, ჰანსიოგ ჰაბერმა, კომენტარი გააკეთა: „მოცემული ინციდენტი სრულიად მიუღებელია. ჩვენი დამკვირვებლები არ არიან შეიარაღებულნი და უფლება აქვთ შეუფერხებლად განახორციელონ პატრულირება. ეს სარკოზი-მედვედევის შეთანხმების დარღვევაა, რომელიც ყველა მხარის მიერ ძალის გამოყენებას კრძალავს. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავი შეიკავოს შემდგომი პროვოკაციებისაგან.“



Follow us on social media